9 აპრილთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდადებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდადებული უკრაინის მოქალაქეა.
„საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდადებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდადებული უკრაინის მოქალაქეა“, – წერს ადმინისტრაცია.
Facebook Comments Box