პოლიტიკა

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნონ იმა­ზე, რაც მოხ­და, მაგ­რამ რაც არ მოხ­და, იმა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვერ წა­რად­გენ

Nusagi

რუ­სულ ტვირ­თებს დღეს ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ატა­რებს, რო­გორც აკონ­ტრო­ლე­ბენ სხვე­ბი, ასე­ვე ვა­კონ­ტრო­ლებთ ჩვენც, მარ­ტი­ვია ამა­ზე პა­სუ­ხი, – ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ რუ­სუ­ლი კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტვირ­თის გა­ტა­რე­ბა ხდე­ბა, კო­ბა­ხი­ძემ ასე უპა­სუ­ხა: „ზუს­ტად იგი­ვე ნა­ბი­ჯებს, რა­საც ვდგამთ ხოლ­მე, როცა სხვა ტი­პის „ფეიკ-ინ­ფორ­მა­ცია“ ვრცელ­დე­ბა“.

“როცა „ფე­ი­კი“ ვრცელ­დე­ბა, მას უნდა უპა­სუ­ხო სი­მარ­თლით. ეს არის ერ­თა­დერ­თი ნა­ბი­ჯი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­და­იდ­გას. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნონ იმა­ზე, რაც მოხ­და, მაგ­რამ რაც არ მოხ­და, იმა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ვერ წა­რად­გენ. ეს არის რე­ა­ლო­ბა. რუ­სულ ტვირ­თებს დღეს ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო ატა­რებს, რო­გორც აკონ­ტრო­ლე­ბენ სხვე­ბი, ასე­ვე ვა­კონ­ტრო­ლებთ ჩვენც, მარ­ტი­ვია ამა­ზე პა­სუ­ხი“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სხვა სა­ხის პრო­დუქ­ტის კონ­ტრა­ბან­დის არ­ხებს ქმნის, რო­მე­ლიც მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ივ­ლის. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დმიტ­რი კუ­ლე­ბას გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის­გან ელის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში არ ეხ­მა­რე­ბა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,436 ნახვა
%d bloggers like this: