პოლიტიკა

„ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი“ – სალომე ზურაბიშვილი

Nusagi

„დღეს აქ მიტანილი ტიტები არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპულთათვისაა, არამედ იმ ქართველი და უკრაინელი გმირებისთვის, რომლებიც იმავე თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინელებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი.

„დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები, ასევე, ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, რომ ყოველი ბრძოლა ღირს, თუ ის არის ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ უკრაინელი ძმების გვერდით.

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის და ასევე ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: