საგარეო პოლიტიკა

საქართველო სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნის – ბიბილოვი

“საქართველო აშშ-ის ზეწოლის შემთხვევაშიც კი სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს არ გახსნის“.  ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. 

მისი თქმით, თბილისი ამას არ გააკეთებს, რადგანაც ეს მისთვის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. „მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რატომ უნდა გახსნას საქართველომ მეორე ფრონტი. ეს, როგორც იტყვიან, საკუთარ ფეხში გასროლას ნიშნავს, უფრო სწორედ თავში“ – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში „თავად საქართველო სამ ფრონტს მიიღებს – სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის და მას ეს მშვენივრად ესმის“.

ასევე ტელეგრამ არხის, „როსიას“ ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოზიციის მიუხედავად, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. 

ცნობისთვის, ცხინვალში 10 აპრილს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ტარდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,409 ნახვა
%d bloggers like this: