Uncategorized

ჩვენთან მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელორუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად მოვიგებთ,

Nusagi

33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ მიმართვაში აღნიშნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს აჩვენეს.

როგორც გონჩარენკომ მიმართვაში განაცხადა, უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს და დაამარცხებს ბორტების იმპერიას.

„ქართველო ძმებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის სიტყვით გამოსვლა. 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა თავისუფლებისთვის საბრძოლველად, მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით…. გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელორუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბორტების იმპერიას. ჩვენი თავისუფლებისთვის, Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს”, – აღნიშნა გონჩარენკომ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,863 ნახვა
%d bloggers like this: