პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც რაიმე სახის ბრალდება არსებობს, შემდეგი ნაბიჯი არის ამ ბრალდების დასაბუთება

Nusagi

,,თუ, თქვენ და საზოგადოება ყურს დაუგდებთ რიტორიკას, რომელიც ომის პერიოდში უკრაინის მხრიდან ვრცელდება. არ გადის ორი-სამი დღე, რომ ერთი რაიმე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდება არ გავრცელდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მისამართით.’’ – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე საუბრისას.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, როდესაც რაიმე სახის ბრალდება არსებობს, შემდეგი ნაბიჯია ბრალდების დამტკიცება.

,,რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს, ურთიერთობის სხვადასხვა არხები. როგორც სუს-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ ინფორმაციის გამჟღავნებამდე და არც მას შემდეგ, არ ყოფილა ამ საკითხზე არანაირი ინფორმაციის მიწოდება მათი მხრიდან. საქმე იმაშია, რომ, როდესაც რაიმე სახის ბრალდება არსებობს, შემდეგი ნაბიჯი არის ამ ბრალდების დასაბუთება. ანუ, დასაბუთება იმ მხრიდან, რომელიც ბრალდებას აყენებს და არა იმის თქმა, რომ მე რომ რაღაც ბრალდება წამოგიყენე, მოდი და შენ დაამტკიცე, რომ ესე არ არის. აქვე, მინდა აღვნიშნო, უკრაინა დღეს არის უმძიმესი ომის ვითარებაში.‘’ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა გადაცემა ,,აქტუალური შაბათის – მაკა ცინცაძესთან ერთად”ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,203 ნახვა
%d bloggers like this: