პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო, ომის დაწყების დღიდან, მეგობარი უკრაინის გვერდით დგას

,,საქართველო, ომის დაწყების დღიდან, მეგობარი უკრაინის გვერდით დგას. მიუხედავად თვისი პრობლემებისა და გამოწვევებისა. უკრაინის მიმართ აგრესიის განმახორციელებ ქვეყანას რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. 30 კილომეტრში დგას რუსეთის არმიის ნაწილები. არცერთი სხვა გარშემო მყოფი ქვეყანა არ დგას ისეთი რისკის წინაშე, როგორც საქართველო,’’ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, საქართველო გვერდით უდგას უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

,,მიუხედავად ამ პრობლემისა, საქართველო ყველა ფლანგზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით ახორციელებს უკრაინის მყარ და პერმანენტულ მხარდაჭერას. აქვე, მინდა აღვნიშნო, უკრაინა დღეს არის უმძიმესი ომის ვითარებაში. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, უკრაინას დღეს სჭირდება მხარდაჭერა, ჩვენ ვუფრთხილდებით უკრაინას და ერთსაც ვიტყვი, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად გახდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით დონორი სახელმწიფო, როდესაც ჩვენ 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ უკრაინაში.’’ განაცხადა დავით მათიკაშვილმა გადაცემა ,,აქტუალური შაბათის – მაკა ცინცაძესთან ერთად” ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,575 ნახვა
%d bloggers like this: