პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა

Nusagi

საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მონაპოვარი არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს განაცხადი და სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა,” – განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობს წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

„ჩვენ გადმოგვეცემა კითხვარი, რომლის შევსებისთვისაც მოგვეცემა შესაბამისი დრო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ძალიან მალე მიიღონ ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც კანდიდატის სტატუსი ქვია და შემდგომ უკვე სრულფასოვანი გაწევრიანება ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ერის ბრძოლის ისტორიული შინაარსია. ისტორიული მიზანი სწორედ არის ის, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,119 ნახვა
%d bloggers like this: