“ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვახარო, რომ კოვიდი, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი სურათი გვაქვს. მაგალითად დღეს, 100 შემთხვევა იყო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა შევახსენო ჩემს კრიტიკოსებს, რომლებიც ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, მწვანე ბარათი აზრს კარგავდა. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, რომ „ეს როგორ გააკეთეს“ და ა.შ. სულ რაღაც ორ თვეში, სწორად მართული პროცესის გამო, სიტუაცია დასტაბილურდა. სისტემას, მართვის თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მე მოლოდინი მაქვს, რომ მთელი რიგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს მეტი თავისუფლება ექნებათ და სტრესი მოეხნებათ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.