განათლება

ბავშვებს, რომლებსაც 1-ელ ოქტომბრამდე 6 წელი უსრულდებათ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლებში მიმდინარე წელს მივიდნენ

Nusagi

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, 1-ელ ოქტომბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება მიეცემათ, სურვილის შემთხვევაში, სკოლაში შევიდნენ. მისივე თქმით, ეს უკვე მიმდინარე წელს გახდება შესაძლებელი.

„აღნიშნული გადაწყვეტილება შეჯერებულია ყველა უწყებასთან. ამ ეტაპზე ეს ეხება ყველაზე მტკივნეულ კატეგორიას – სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის 2022 წელს აუცილებელი იქნება 3,644.6 ათასი ლარი (აღნიშნული ხარჯი გათვლილია საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სწავლის შემთხვევაში), რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებებში.

კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ბავშვები,  რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ სკოლანდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, სწავლას დაიწყებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება ბავშვების რაოდენობაზე, რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ ექვსი წელი.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 15 მარტს გამოცხადდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: