პოლიტიკა

ვოლსკი: ეს არ არის მხოლოდ პაპუაშვილის შეურაცხყოფა – ბავშვები იხოცებიან, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე კი, ამბობს, რომ ამას ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ შავი ხვრელების შექმნა

პარლამენტის ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული განცხადებები ახასიათებს.

“უამრავი ადამიანის, ბავშვების სიკვდილზე გვესმის ყოველდღიურად ინფორმაცია, სისხლის გუბეები დგას ინტერვენციის გამო, აი ამ ვითარებაში, როცა ნებისმიერი წარმომადგენელი, თუნდაც, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა (საქართველოს) ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან ნებისმიერი ჩვენგანის შეურაცხყოფის საკითხი.

ეს არის თემა, რომელიც ეხება საკმაოდ სერიოზულ შეურაცხყოფას, ბრალდებას საქართველოს მიმართ, შავ ხვრელებში ძრომიალის თაობაზე, რაც “ნაცმოძრაობის” ნარატივს წარმოადგენს. ამის ფონზე გადაწყვეტილების მიღება ისე უნდა მოხდეს, რომ ეს არ იყოს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ოფიციალურ პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან პოლიტიკურ ჯგუფს.

საქართველო გვერდში უდგას უკრაინას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო თავად წარმოადგენს უკრაინის შემდეგ ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სამიზნეს აგრესიისათვის,”- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ქალაქ ბუჩაში ბუჩაში ჩასვლის მოწვევა გაეგზავნა, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,627 ნახვა
%d bloggers like this: