სოციალური ქსელები და მედია

თათია გაბრიჭიძე: გვეშინია, ამჯერად რა სიბრძნეს დაახეთქებს ქალბატონი პრეზიდენტი, ისევე, როგორც მარგველაშვილი, ისიც ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილია

Nusagi

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გუშინ, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრებისა და მისი გაშუქების უფლება არ მისცეს. მათი თქმით, „პროფესიული მოვალეობის შესრულებაში“ უკვე მეორედ შეუშალეს ხელი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის თემა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა იყო.

„თვით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან გავხდით შევიწროებულები. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას. ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მედროშედ ჰყავთ დასმული, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გარანტირებული უფლებაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, „ალტ-ინფოს“ გადამღებ ჯგუფს არ აძლევს უფლებას სხვა ტელევიზიების მსგავსად დაესწროს ბრიფინგებს“, – განაცხადა „ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ.

მისი თქმით, „ზურაბიშვილის თითოეული ბრიფინგი საფრთხესთან არის დაკავშირებული“.

„გვეშინია ამჯერად რა სიბრძნეს დაახეთქებს ქალბატონი პრეზიდენტი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ თქვენგან არც ჭვიანურსა და არც ქვეყნისთვის სასარგებლოს არაფერს ველით, არ გრცხვენიათ თან დასავლურ სტანდარტებზე, დემოკრატიასა და მედია პლურალიზმზე ილაპარაკოთ და თან ჟურნალისტები გარეთ დატოვოთ?

ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი ხართ და ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე“, – თქვა გადაცემის წამყვანმა.

რეგინფო

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,310 ნახვა
%d bloggers like this: