პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლება – გვაცადონ

Nusagi

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,286 ნახვა
%d bloggers like this: