რუსეთმა, ფსევდოექსპერტების ჩართულობით, დაიწყო დეზინფორმაციული კამპანია უკრაინის ომში მისი სავარაუდო „გამარჯვების“ შესახებ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს
ამ თეზისის გასავრცელებლად კრემლის პროპაგანდა, საკუთარი ფსევდოექსპერტების გარდა, იყენებს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერს, ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, ბრაიან ბერლეტიკს.
ინგლისურენოვან და რუსულენოვან საინფორმაციო სეგმენტებში ეს ექსპერტი საუბრობს „სირიულ სცენარზე“ და ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები კლავენ საკუთარ მოსახლეობას.
„საომარ მოქმედებებში რეალური გამარჯვებების არარსებობის შემთხვევაში, მტერმა მიმართა უკრაინის მოსახლეობის საინფორმაციო ტერორიზმს. ომის შედეგად დაღლილ ადამიანებს შეიძლება, ჰქონდეთ მცდარი შთაბეჭდილება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრში.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, რუსეთში კრემლი ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნები მიღწეულია, რათა მოგვიანებით ფსევდოფაქტები გამოაქვეყნოს გამარჯვების მტკიცებულებად.