ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქის, მარიუპოლის მერმა, Associated Press-ს განუცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მინიმუმ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლში, ჯერ კიდევ 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. მისი თქმით, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ საკვები, წყალი და მედიკამენტები.
როგორც ბოიჩენკომ განაცხადა, მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები გვამებს აგროვებდნენ და მათ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, მაცივრებში ინახავდნენ.
მისივე თქმით, რუსებს გვამების დასაწვავად ადგილზე აქვთ კრემატორიუმებიც, რათა ომის დანაშაული გააქრონ.
Facebook Comments Box