უცხოური მედია

პენტაგონი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე: ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ

Nusagi

მარიუპოლში ქიმიური იარაღია გამოყენებას ჯერ ვერ ადასტურებს შეერთებული შტატები. პენტაგონში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის უწყება მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრეს მონიტორინგს განაგრძობს.

„გვაქვს ცნობები სოციალური მედიიდან. მათი მტკიცებით, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა შეიტანეს. ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე, ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა უკრაინაში რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა ცრემლსადენი გაზი და შერეული ქიმიური საშუალებები“, – აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

ომის 48-ე დღეს უკრაინამ რუსეთის მხრიდან მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ განაცხადა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,270 ნახვა
%d bloggers like this: