უცხოური მედია

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა

ომის 48-ე დღეს უკრაინული მხარე რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს და ის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

საინფორმაციო სააგენტოები „აზოვის“ ბატალიონზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალზე“ იერიშისას გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს აქვს.

რუსეთის არმიის მოგერიება გრძელდება ხარკოვის ოლქშიც. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად, 8 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა.

სამხედრო დაპირისპირდება გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც. უკრაინული ძალები იქ რუსული იარაღის საწყობის განადგურების შესახებ იუწყებიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,073 ნახვა
%d bloggers like this: