Uncategorized

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ უკრაინიდან ჩამოსული არინა საკლასო ოთახამდე მიაცილა- როგორ დახვდნენ არინას სკოლაში

ოლგა ულინა, ანნა და არინა აბრამიშვილები უკრაინის მოქალაქეები არიან . ომის დაწყებამდე მამა საქართველოში იმყოფებოდა. ძნელი წარმოსადგენია, რას განიცდიდა, როდესაც  ცოლ-შვილთან საუბრის დროს აფეთქების ხმა ესმოდა.

ბევრი წვალების შემდეგ, ახლობლების დახმარებით მამამ, რომელიც წარმოშობით ჭიათურიდანაა, მოახერხა ოჯახის ჩამოყვანა საქართველოში. „ჯორჯიან მანგანეზმა“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ  მათთვის სათანადო საცხოვრებელი პირობები შეექმნა.

„ჭიათურ მანგანეზმა“ ოჯახი უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით, გუშინ კი, არინა აბრამიშვილი პირველ სასწავლო დღეს სკოლაში მშობლებთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიიყვანა.

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სტუმარს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.

ქალაქის მერმა სკოლის დირექტორთან და კლასის ხელმძღვანელთან ერთად, არინა საკლასო ოთახამდე მიაცილა და ახალი მეგობრები გააცნო.

არინას ოჯახი ჭიათურაში ქალაქ ნიკოლაევიდან ჩამოვიდა და გადაწყვიტეს, გოგონა იმ სკოლაში მიეყვანათ, სადაც მისი მამა ზაზა აბრამიშვილი სწავლობდა.

„ძალიან ემოციური დღეა. ცრემლებს ვერ ვიკავებ…მადლობა ყველას ვინც ჩემი შვილის გახარებისთვის იზრუნა“-ამბობს ოლგა ულინა.

 „მეგობარი ქვეყნისთვის ამ მძიმე დღეებში, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენთან ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად. სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არინამ სკოლაში თავი კომფორტულად იგრძნოს. ვიმედოვნებ, უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს და ის თავის სკოლაში გააგრძელებს სწავლას“ – განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

 მადლობა „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას და ჭიათურის მუნიციპალიტეტს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: