უცხოური მედია

პუტინი უკრაინელებს ციმბირსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს – The Independent

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ციმბირში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს. დაახლოებით 100 000 ადამიანი უკვე ათასობით კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა საკუთარი სახლებიდან. ამის შესახებ The Independent წერს

გამოცემის მიერ ციტირებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 95 739 მაცხოვრებლის მათი სახლებიდან 5 500 მილის (8 850 კმ-ზე მეტი) დაშორებით გადასახლების შესახებ ბრძანება გასცა.

„განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაცია „კოორდინირებს“ მოქალაქეების განაწილებას „რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში“ და სთხოვს ხელისუფლებას უზრუნველყოს 95 739 ადამიანის მიღება“, – ნათქვამია გამოცემაში.

მითითებულია, რომ კრემლი გეგმავდა 11 398 ადამიანის გაგზავნას ციმბირში, 7 218 ადამიანის შორეულ აღმოსავლეთში და 7023 ადამიანის ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში.

დოკუმენტებზე დაყრდნობით, The Independent, ასევე, წერს, რომ მარიუპოლელ ხალხს უბრძანეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, სადაც ეწერა, რომ „უკრაინის ჯარებმა დაბომბეს მათი ქალაქი“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: