პოლიტიკა

ერთადერთი რაც ვიცი, კომუნიკაცია ჰქონდათ შალვა პაპუაშვილს და რადას თავმჯდომარეს, რომ პაპუაშვილი უნდა ჩავიდეს უკრაინაში

Nusagi

შეიძლება იყოს პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე “ქართული ოცნებისგან” ჯერ არ მაქვს კონკრეტული პასუხი რას აპირებენ დელეგაციასთან დაკავშირებით – დაველოდები პასუხს, როგორი იქნება უმრავლესობის და პაპუაშვილის შეთავაზება, რას ფიქრობენ ისინი ამ ვიზიტზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიღებენ თუ არა დელეგაციაში მონაწილეობას, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა უკრაინაში.

დეკანოიძის თქმით, ისურვებდა, რომ შიდა დაპირისპირებაზე მაღლა ყველამ საქართველოს და უკრაინის ინტერესი დააყენოს.

„ერთადერთი რაც ვიცი, დადასტურდა, რომ საბოლოო კომუნიკაცია ჰქონდათ რადას თავმჯდომარეს და შალვა პაპუაშვილს , რომ ის უნდა ჩავიდეს უკრაინაში. მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ პაპუაშვილის  უკრაინაში ჩასვლა გამოიწვია საქართველოს მოქალაქეების განწყობამ, მათი 87 პროცენტი თვლის, რომ უკრაინის ომი ჩვენ გვეხება და ეს არის ომი ჩვენთვის ასევე. ვფიქრობ, გამონაკლისი ვარ იმ კუთხით, რომ უკრაინაში ეს მძიმე სამხედრო აგრესია და რაშიზმი, არის ყველაფერზე მაღლა, ამიტომ დაველოდები პასუხს, როგორი იქნება უმრავლესობის და პაპუაშვილის შეთავაზება, რას ფიქრობენ ისინი ამ ვიზიტზე. გვექნება კომუნიკაცია მათთან. იცით, რომ კიევში ვიყავი, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის არავითარი დაბრკოლება არ არის კიევში წასვლა, ამიტომ ჩემთვის მთავარია ამოსავალი იყოს საქართველოს და უკრაინის ინტერესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისურვებდი, შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დავაყენოთ საქართველოს და უკრაინის ინტერესი,”- განაცხადა დეკანოიძემ.

მანვე უპასუხა ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უმრავლესობასთან ერთად არ უნდა წავიდეს უკრაინაში და არც პარლამენტში უნდა იყოს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის დაპირისპირება სასარგებლოა “ქართული ოცნებისთვის”.

“ეს განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, ისევე როგორც განხეთქილება იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ა.შ. ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს, ამ წუთას თავს შევიკავებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციის განხეთქილებაზე ვისაუბრო. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში დაპირისპირება არის „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო მომენტი. ყველას შეუძლია ჩავიდეს კიევში, გამოუცხადოს სამძიმარი და ყველამ უნდა ვიფიქროთ ომაზე, რომ უკრაინა უნდა იდგეს ყველაფერზე მაღლა,”- განაცხადა დეკანოიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,403 ნახვა
%d bloggers like this: