პარლამენტმა 100 ხმით, ერთხმად, საპროკურორო საბჭოს წევრად პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აირჩია.
ხვიჩია საპროკურორო საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.
საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებად, ასევე, დასახელდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ ლევან ბეჟაშვილი, „რეფორმების ჯგუფის“ მიერ – პაატა მანჯგალაძე, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ – ანა ნაცვლიშვილი.
Facebook Comments Box