პოლიტიკა

უკრაინაში ვიზიტისთვის თავად დავაკომპლექტებ ჯგუფს – შალვა პაპუაშვილი

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინაში გასამგზავრებელ საპარლამენტო ჯგუფს თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვიზიტი დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება.

„გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტი არის მოკლევადიანი და შემჭიდროებული, მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი. დღეს მექნება შეხვედრა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან, ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. მაქვს გარკვეული მოსაზრებები. ხომ არ შეიძლება, რომ ფორმას მივანიჭოთ მნიშვნელობა და შინაარსი გამოვაცალოთ?! მთავარია, რომ ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარის და შესაბამისად, მაღალი დონის ვიზიტი, თუმცა, უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დროში და ფორმატში შემჭიდროებული იქნება. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა დელეგაციაში პარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი, პაპუაშვილი ამბობს, რომ დელეგაციის შემადგენლობის რაოდენობიდან გამომდინარე ასე ვერ მოხდება.

„რაოდენობიდან გამომდინარე ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან ვერ იქნებიან წარმოდგენილები. საბედნიეროდ, ჩვენი პარლამენტი მრავალპარტიულია 12 პარტია და 7 ჯგუფი თუ ფრაქციაა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი არ განიხილავს უკრაინაში უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტს, პაპუაშვილი ამბობს, რომ „პარლამენტარები თავისუფალნი არიან, თავად განსაზღვრონ საკუთარი ვიზიტები, შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც, თავად გაემგზავრონ“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,238 ნახვა
%d bloggers like this: