უცხოური მედია

აშშ-ს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მარაგი ეწურება, შევსებას კი წლები დასჭირდება – CNN

Nusagi

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა იმდენი Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუგზავნა უკრაინას, რომ მისი მარაგი იწურება. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც CSIS-ის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის უფროსმა მრჩეველმა მარკ კანსიანმა განაცხადა, „აშშ-ს მარაგის ახალი იარაღით შევსებას წლები დასჭირდება“.

რა არის ჯაველინი?

ეს არის რაკეტა, რომელიც დამზადებულია აშშ-ის თავდაცვის გიგანტების Lockheed Martin-ისა და Raytheon-ის მიერ. ეს რაკეტა არის ე.წ. „გახსენი ცეცხლი და დაივიწყე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაშვების შემდეგ მიემართება სამიზნისკენ, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან აიცილოს კონტრცეცხლი.

როგორც CNN წერს, ჯაველინი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს აშშ-ს ძალებისთვის ნებისმიერ გაუთვალისწინებელ კონფლიქტში.

„აშშ ინახავს მარაგებს სხვადასხვა შესაძლო გლობალური კონფლიქტისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს ჩრდილოეთ კორეის, ირანის ან თავად რუსეთის წინააღმდეგ. რაღაც მომენტში, ეს მარაგი მნიშვნელოვნად დაიკლებს“, – განაცხადა კანსიანმა.

მისი თქმით, უკრაინაში გაგზავნილი 7 000 ჯაველინი აშშ-ის მარაგის მესამედს წარმოადგენს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: