უცხოური მედია

კოლუმბიის პრეზიდენტი – მზად ვართ, გავზარდოთ დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდება, რათა რუსული იმპორტი ჩავანაცვლოთ

კოლუმბია მზადაა, შეასრულოს ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნების ენერგორესურსებით მომარაგებაში, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ CNN-ს განუცხადა.

„ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ზუსტად იციან, რომ ვეღარ დაეყრდნონ რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდებას. შეუძლია თუ არა კოლუმბიას წვლილი შეიტანოს საკითხის გადაწყვეტაში? პასუხი არის დიახ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ჩამოთვალა სამი სფერო, სადაც კოლუმბია მზად იქნება გაზარდოს წარმოება: ნავთობისა და გაზის ტრადიციული მოპოვება, განახლებადი წყაროები, როგორიცაა სუფთა წყალბადი და ქვანახშირი.

„დღეს კოლუმბიას ქვანახშირის მიწოდების დაუყოვნებლივ ზრდა შეუძლია.ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი რესურსები და არ ვიყენებთ მას ენერგიის წარმოებისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა დუკემ და ხაზი გაუსვა, რომ კოლუმბია გაზრდის ქვანახშირის მიწოდებას გერმანიაში – რომელმაც ახლახან დაამტკიცა გეგმები რუსული ქვანახშირის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებას, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია, კოლუმბიის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ამერიკელ კოლეგას ეთანხმება. რაც უკრაინაში ხდება არის გენოციდი და ის უნდა შეწყდეს. ეს სიგიჟეა“, – აღნიშნა დუკემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,528 ნახვა
%d bloggers like this: