პოლიტიკა

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

Nusagi

ცნობილია იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

ვიზიტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: მმართველი გუნდიდან – არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით კი „ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.

შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი შევიდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: