პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკვე კიევშია

Nusagi

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე კიევშია.

შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.

აღნიშნულის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩავლენ. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გუშინ გაემგზავრა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: