პოსტები სოციალური ქსელიდან

,,არაუშავს ,გადარჩი,, არაუშავს აქ ხარ,არაუშავს მთავარია ცოცხალი ხარ და ა.შ!! რას არაუშავს?-მარინა ასათიანი

Nusagi

,,ნებისმიერი ტრამვა არის ძალიან დიდი და ღრმა განცდების მატარებელი.განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის ვინც ომი გამოიარა და ახლობელი დაკარგა ,თანაც როდესაც ეს სულ რამდენიმე დღის ან თვის წინ მოხდა და ჭრილობა ჯერ ღია აქვს . ვინც ბევრს საუბრობს ომზე,დარწმუნებული ვარ,მას ეს არც უნახია ,საკუთარ თავზე არ გამოუცდია ,მხოლოდ კინოსა და ტელეარხებზე გასული ინფორმაციით აფასებს ამ საშინელ მოვლენას. როცა სინამდვილეში აქვს ტკივილები და განცდა,ის ადამიანი ცდილობს ამ თემის ირგვლივ არ ისაუბროს,მას ტკივა და წარმოსახვაში აბრუნებთ იქ, საიდანაც გამოიქცა .

ძალიან ბევრ უტაქტო კითხვებს უსვავენ ჩვენი ჟურნალისტები უკრაინიდან დევნილ ადამიანებს,მერე გონიათ,რომ ამით ამშვიდებენ ,,არაუშავს ,გადარჩი,, არაუშავს აქ ხარ,არაუშავს მთავარია ცოცხალი ხარ და ა.შ . რას არაუშავს? ადამიანმა დაკარგა ყველაფერი,იმყოფება უცხო ქვეყანაში და ზოგმა არც კი იცის ცოცხალი თუ ყავს ოჯახის წევრები! ესაა არაუშავს? თავად თუ უნდა რაიმეზე საუბარი ,დააცადეთ მაინც და მოუსმინეთ ,არაა საჭირო თქვენი ჩაჭრა საუბარში და ეს ამდენი ,,არაუშავს ,, . ბზვანეთში გეიზერებზე როცა ვნახე ეს ადამიანები,ძალიან მოწიწებით ერთადერთი კითხვა დავუსვი,წყალი თბილი თუ იყო,რომ ბავშვებს ებანავათ?

თვითონ მკითხეს მერე რაც აინტერესებდათ და საერთოთ ომზე არც მიკითხავს არაფერი რადგან ძალიან კარგათ ვიცი რას განიცდის ომის დროს იქ მყოფი ადამიანი. სოლიდარობის გამოხატვა სულ სხვა გზებითაც შეიძლება და არა 24 საათი ტანკებისა და ბომბების ფოტოების გაზაირებით.ტრამვას კი ფსიქოთერაპეფტები და ფსიქოლოგები ჭირდება და არა ჟურნალისტები. რაც შეეხება ბარბაროსობას გაიხსენეთ ერთი ავღანეთისა და ერაყის კადრები და ოფიციალური დოკუმენტები რაც ამხილა ჟულიენ ასანჟმა და რის გამოთაც დასაჯეს რადგან ფარდა ახადა ყალბ დემოკრატიას . საკუთარი დევნილებიც არ დაივიწყოთ ,მართალია მაშინ ამდენი ინფორმაცია და ვიდეოების გადაღებისთვის ნამდვილათ არ ეცალა ჩვენ მოქალაქეებს და არც კონცერტების ხასიათზე იყვნენ ზოგიერთებისგან განსხავებით თბილისში ვინც რესტორნებში ქეიფობდა მაგ დროს.ურიგო არაა ქართველებიც გვახსოვდეს.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარინა ასათიანი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: