უცხოური მედია

რუსეთის დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის ორ პირობას უყენებს

Nusagi

აგრესორი ქვეყნის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელად ორი პირობა წაუყენა – ინფორმაციას  უკრაინული მედია რუსეთის სახელმწიფო მედიაზე „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მოთხოვნები ეხება უკრაინის უარს ყირიმზე და ნატოში გაწევრიანების კურსს, ასევე, ჯარის გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებიდან.

ვოლოდინმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ეს მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს, თუ უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს.

„პირველი, ჯარების გაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან. მეორე, ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსირეთ ვალდებულებები ყირიმის აღიარებისა და უკრაინის არაბლოკური სტატუსის შესახებ, ასევე, ქვეყნის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ“, – განაცხადა ვოლოდინმა. განაცხადა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,382 ნახვა
%d bloggers like this: