საზოგადოება

რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს: მადლობა სტუმრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობარო

Nusagi

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი უკრაინაში ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეც გამოეხმაურა.

„მადლობა სტუმრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობარო. დიდი მადლობა დიდებულ ქართველ ხალხს უკრაინიდან“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,329 ნახვა
%d bloggers like this: