საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

Nusagi

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა. დეპუტატები თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა. დელეგაცია ცხრა წევრისგან შედგებოდა.

ქართველ დეპუტატები კიევში უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა მიიღო.

საქართველოს დელეგაციის წევრები რადას თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ ბუჩასა და ირპენში.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,113 ნახვა
%d bloggers like this: