სამართალი

„სინამდვილეში, ომს იგებს ეშმაკი“ – მეუფე ნიკოლოზი

Nusagi

ჩვენ უკრაინელებს გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ, მახსოვს, აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ, იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის და დაიღუპნენ კიდეც, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მეუფე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.

„მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ პირდაპირ გვეხება ეს ომი. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ამ ომში ვმონაწილეობდით. უკრაინის ხალხის ტრაგედია, რა თქმა უნდა, მასშტაბებით ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდია, თავისი ლტოლვილების რიცხვით. დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ტრაგედია დედამიწაზე.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გარკვეულწილად ვალს ვუბრუნებთ ამით, იმიტომ, რომ მახსოვს პირადად აფხაზეთში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ. უკრაინა კი არა, ბოროტებაზე გაიმარჯვებს ღმერთი. ვნახოთ როდის და რა ფორმით მოხდება ეს, არავინ იცის. ვფიქრობ, რომ ეს ომი მალე დამთავრდება. ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან ძნელი იქნება. სინამდვილეში, ომს იგებს ეშმაკი მხოლოდ“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,144 ნახვა
%d bloggers like this: