უცხოური მედია

ბაიდენი და აშშ-ის მოკავშირეები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ახალი დილემის წინაშე დგანან – CNN

Nusagi

უკრაინულმა ჯარმა დაუმორჩილებელი პოზიცია დაიკავა – უარი თქვა რუსეთის მოთხოვნაზე, რომ კიევის ჯარები საპორტო ქალაქ მარიუპოლში დანებებულიყვნენ. ამის შესახებ CNN წერს

CNN-ის ცნობით, ამის პარალელურად ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მოკავშირეები ახალი დილემის წინაშე დგანან, რათა გადაწყვიტონ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს შეერთებული შტატები დაპირისპირებული ქვეყნის შეიარაღებაში, რადგან რუსეთი მიანიშნებს, რომ შესაძლოა, უფრო აგრესიული ქმედება განახორციელოს აშშ-დან და ნატოდან იარაღის ნაკადის შესაჩერებლად.

გაჩნდა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ამოეწუროს უკრაინას საბრძოლო მასალა, რადგან დონბასში ბრძოლები ძლიერდება. აქ რუსეთი ცდილობს, ალყა შემოარტყას ტერიტორიას და შეაჩეროს უკრაინული ძალების მიერ ამ რეგიონის კონტროლი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს ეს ბრძოლა, როგორც კრიტიკული წერტილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აღვირახსნილი ამბიციების შესაჩერებლად და დემოკრატიის დაცვის ვალდებულებად ავტოკრატიული ძალაუფლებისგან. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი შეძლებს დონბასის რეგიონის აღებას, სავსებით შესაძლებელია, რომ პუტინმა განაახლოს კიევზე კონტროლის მცდელობა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,137 ნახვა
%d bloggers like this: