ჯანდაცვა

ზურაბ აზარაშვილი: იმუნიზაციის საბჭოდან ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოსულა

იმუნიზაციის საბჭოდან [კორონავირუსის საწინააღმდეგო] ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საჭიროებაზე რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოსულა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული, ბოლო რამდენიმე კვირაა, მინამუმამდეა დაყვანილი ახალი შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ ვირუსის და შტამის მიმდინარეობას და თუ ამ საბჭოდან იქნება ამის [ვაქცინის მეოთხე დოზა] რეკომენდაცია, მერე უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით ამას და შევჯერდებით. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ მოსულა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,784 ნახვა
%d bloggers like this: