საზოგადოება

როგორ იმუშავებენ თბილისში მეტრო და ავტობუსები სააღდგომოდ. დეტალურად

Nusagi

„აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. კერძოდ, 23 აპრილის ღამის 12 საათიდან 24 აპრილის დილის 4 საათამდე. გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

🔹მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;

🔹ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;

🔹საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე – მეტროსადგურ „დელისიდან“;

🔹ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;

🔹ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;

🔹ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,642,243 ნახვა
%d bloggers like this: