პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს პრეტენზიები მინიშნებით, თითქოს საქართველოს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან

Nusagi

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი, აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, თუკი არსებობს რაიმე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელში დღემდე არის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს სამი ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი, შესაბამისად ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს და განსაკუთრებით ვუყურებთ როდესაც არსებობს, თუკი არსებობს რაიმე პრეტენზიები, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოსდა საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ცალკე გვერდითი მოლაპარაკებები რუსეთთან და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრებისთვისაც უკრაინაში გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელშიც დღემდე არის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებული, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მგრძნობელობა, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება გამოითქვას და მით უმეტეს, რომ ამის უკან საფუძველი არ არსებობს. ჩვენ სწორედ ამ საკითხზე შევთანხმდით და მათ შორის ჩანდა სამწუხაროდ, რომ ზოგი ინფორმაციაც საზოგადოებაშიც როგორც ჩანს უკრაინაში არის დამახინჯებულად მიტანილი ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ საქართველომ, ხელისუფლებამაც თავის როლი შეასრულოს პროაქტიური კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას ქონდეს სრული ინფორმაცია, თუ როგორ უდგას საქართველო, ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,211,438 ნახვა
%d bloggers like this: