საზოგადოება

ხათუნა სამნიძე: ნაბიჯი გადადგმულია იქეთკენ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები აღდგეს და მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული

Nusagi

გზავნილი არის მთავარი, რომელიც მიიღო საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა და ცივილიზებულმა სამყარომ, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „ქრონიკას“ უკრაინაში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რაზე ისაუბრეს უკრაინაში პირისპირ შეხვედრისას პარლამენტების სპიკერებმა, თუმცა იგი აცხადებს, რომ ამ ვიზიტით მთავარი შედეგი მიღწეულია.

„ნაბიჯი არის გადადგმული იქითკენ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები აღდგეს და მომავალზე ვიყოთ ორიენტირებული – როგორ გამოხატავს საქართველო შემდგომი ნაბიჯებით მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

გზავნილი არის მთავარი, რომელიც მიიღო საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა უკრაინელმა პარტნიორებმა და ცივილიზებულმა სამყარომ, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით. საქართველო იბრძოლებს მხარდამხარ უკრაინასთან ერთად თავისუფლებისთვის და რეკონსტრუქციის დროს ჩვენ ვიქნებით ერთად“, – განაცხადა სამნიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,401 ნახვა
%d bloggers like this: