პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ოპოზიციაშიც კი ვერავინ გაიგო, რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“ – ვადამდელი არჩევნების იდეას მხარდაჭერა არც საზოგადოებაში ექნება

Nusagi

ოპოზიციურ სპექტრშიც კი ვერავინ გაიგო, საერთოდ რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“. ამ იდეას მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებაში, გარდა მათი ვიწრო პარტიული აქტივისა. დღეს შეამზადეს საზოგადოება, რომ ხვალ სასამართლოში სააკაშვილი რაღაც დიდ იდეებს დააანონსებს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა სიტყვამ უკვე თავისი პოლიტიკური ფასი დაკარგა. ამილახვარი ამბობს, რომ ისინი გაერთიანებული არიან ერთი პერსონის – მიხეილ სააკაშვილის გარშემო და რასაც ის ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ.

ისევ გადავდივართ უკვე ნანახი ფილმის მერამდენე სერიაზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული მერამდენედ დაანონსებული გაზაფხული და ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ქვეყანა მშვიდად, მდგრადად ვითარდება და ზუსტად ასე მივა 2024 წლის რიგით არჩევნებამდე. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს და გეგმებს, ბაკურიანში გამართულ „ტრენინგებს“, ალბათ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ მინიმუმ კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს საპატიმროში ყოფნა. ბუნებრივია, მას არ უნდა თავისი აქტუალობის დაკარგვა პარტიის შიგნით, თუმცა იქაც ვხედავთ განსხვავებულ აზრებს. ისინი რაღაცნაირად ცდილობენ თავიანთი ელექტორატის შენარჩუნებას, ვინაიდან ყველა პოლიტიკური ბრძოლა წააგეს „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა მათ გამოადგეს ახალი ინიციატივა. ჯერ ხომ მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდათ საქართველოს ომში ჩართვაზე – რა არ სცადეს, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი შეელახათ და ქვეყანას საფრთხე შეჰქმნოდა.

ახლა დაინახეს, რომ უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები დასტაბილურდა, არსებული გაუგებრობები კი თითქმის გარკვეულია, და ამიტომ გამოდიან ინიციატივით, რომ ვადამდელი არჩევნები დააანონსონ. ხაბეიშვილის ენით დაანონსებული ვადამდელი არჩევნები და რევოლუცია არ გაიშვა. ოპოზიციურ სპექტრშიც კი ვერავინ გაიგო, საერთოდ რა სვლებს აკეთებს „ნაცმოძრაობა“. ამ იდეას მხარდაჭერა არ ექნება არც საზოგადოებაში, გარდა მათი ვიწრო პარტიული აქტივისა. დღეს შეამზადეს საზოგადოება, რომ ხვალ სასამართლოში სააკაშვილი რაღაც დიდ იდეებს დააანონსებს. ამ პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა სიტყვამ უკვე თავისი პოლიტიკური ფასი დაკარგა. ისინი გაერთიანებული არიან ერთი პერსონის – მიხეილ სააკაშვილის გარშემო და რასაც ის ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ“, – აცხადებს ამილახვარი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,626 ნახვა
%d bloggers like this: