პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული გართობა

Nusagi

სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული გართობა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

„როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ; მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას უბრალოდ, არ გააჩნია, მით უმეტეს საპატიმროდან, ამისი რესურსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,641,803 ნახვა
%d bloggers like this: