Uncategorized

უკრაინის საგარეო უწყება კიევში მომუშავე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, მათ შორის საქართველოს საელჩოს, მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

Nusagi

„კიევში, ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა აახლებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას და მისი სჯერა“, – ამ ტექსტით აქვეყნებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა წარმომადგენლობებიც უკრაინაში არიან.

„დღეისთვის, დედაქალაქში 16 დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობს: ევროკავშირი, საფრანგეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, თურქეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ვატიკანი, მოლდოვა, საქართველო, ირანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არცერთი დღით არ დაუტოვებია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,403 ნახვა
%d bloggers like this: