ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია – სსფ-ს პოზიტიური პროგნოზით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო GDP per capita-ს ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება

Nusagi

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ჭარაია “ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ეხმიანება. მათ არგუმენტებს, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ეკონომიკის ექსპერტი სსფ განახლებულ პოზიტიურ მოლოდინებს უპირისპირებს და წერს რომ 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო GDP per capita-ს ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მშპ ერთ სულზე ხდება 5617 აშშ დოლარი, 2025 წლიდან კი გადააჭარბებს 7621 აშშ დოლარს და კავკასიის რეგიონში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე იქნება. ეკონომიკის ექსპერტს ასევე მოჰყავს სავალუტო ფონდის მონაცემები, რომლის მიხედვითაც რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით 2021-2027 წლებში საქართველო ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით კი ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის ზრდის ტემპით 2021-2027 წლებში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შორის საქართველო მეშვიდე ადგილზე იქნება.

ამასთან, 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი გადააჭარბებს 27 ათას დოლარს.

„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და რეფორმები თავზე საყრელადაა გასატარებელი. ეს პოზიტიური სიგნალები კი დაგვეხმარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც ჩვენი ინტერესების უფრო ზუსტად და ოპერატიულად მიღწევაში,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

პოსტში ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას, მათ შორის, ომს უკრაინაში და პანდემიას და ჩამოთვლილ მნიშვნელოვან შედეგებს, რომლებსაც საქართველო, შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, წარმატებით აღწევს.

მან დაასახელა ისეთი გარემოებები, როგორიცაა სატრანზიტო დატვირთვის ზრდა და ახალი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საჭიროება, მათ შორის საპორტო, ენერგეტიკული და სხვა მიმართულებებით. ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ეკონომიკა გამოდის პანდემიური ვარდნიდან და გვაქვს სოლიდური აღდგენის ტემპები, რაც მთლიანობაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაშია გამოსახული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: