Uncategorized

მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილისთვის ჩვენ მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია, პოლიტიკურ განცხადებებს აზრი არ აქვს

Nusagi

ჩვენ მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია- რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საპატრიარქო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დამოკიდებულების გამო “სამარცხვინოა”, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ მას ამ განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს, საპატრიარქოს მხრიდან პოლიტიკურ განცხადებებს კი აზრი არ აქვს.

“მე ხშირად მივდივარ მის მოსანახულებლად. ჩვენ მხოლოდ მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა შეგვიძლია. რაც არ უნდა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ, არ არის სწორი, არც აზრი აქვს. ტელევიზიით ყველამ ვნახეთ, რომ თავს კარგად ვერ გრძნობს, ალბათ მოვინახულებ”, -აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

კითხვაზე, შეასრულებს თუ არა საპატრიარქო შუამავლის როლს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს: “აზრი არ აქვს. შესაძლოა, ხალხი პოლიტიკურ ფუნქციას გვანიჭებს, მაგრამ საპატრიარქო, ეკლესია, რელიგიური შინაარსის ორგანიზაციაა, მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია და ვლოცულობთ”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,791 ნახვა
%d bloggers like this: