უცხოური მედია

დენის შმიგალი ენტონი ბლინკენს შეხვდა

Nusagi

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა, – ამის შესახებ ლიდერებმა ,,ტვიტერის” გვერდზე დაწერეს.

შმიგალის თქმით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და უკრაინის დახმარებას შეეხებოდა.

,,სანქციები, ფინანსები და იარაღი უკრაინის გამარჯვების ძირითადი კომპონენტებია. ამის შესახებ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გავამახვილე ყურადღება. მადლობა აშშ-ს, წარმოუდგენელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! ცივილიზებული სამყარო უკრაინისა და უკრაინელების გარშემოა გაერთიანებული. ჩვენ გავიმარჯვებთ!” – წერს შმიგალი

ენტონი ბლინკენის თქმით, მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის დეტალები განიხილეს.

,,შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, რათა განგვეხილა ის, რაც უკრაინას თავის დასაცავად და აღდგენისთვის ყველაზე მეტად სჭირდება. თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად უკრაინის გამბედაობა ყველას შთააგონებს“,წერს ბლინკენი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,153 ნახვა
%d bloggers like this: