პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში ლაივჩართვის დროს “TVპირველი” გააკრიტიკა, რასაც ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ “ფეისბუქში” უპასუხა.
“ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ” – ამბობს ნიკა მელია ფბ ლაივში და ტვ პირველს კიცხავს.
„კი, ასე ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!” – უპასუხა ნოდარ მელაძემ ნიკა მელიას კრიტიკას.
მოგვიანებით კი ნაცმოძრაობის პარტიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “პირველის” საინფორმაციი სამსახურის ხელმძღვანელს მისსავე ფეისბუქგვერდზე უპასუხა. რაც კომენტარის გარეშე ნოდარ მელაძეს არ დაუტოვებია.
ნიკა მელია: „ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც
იმედია,იქამდე არ მიხვალ“…
ნოდარ მელაძე: „რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?”
