უცხოური მედია

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებენ

Nusagi

მტერი აწარმოებს შეტევითი ოპერაციებს „აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში“, რათა დაამარცხოს უკრაინის გაერთიანებული ძალები, დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და უზრუნველყოს სახმელეთო გზის შექმნა ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებენ.

„მტერი შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებს. მტერი კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევაზე, ახორციელებს ინტენსიურ სროლებს ჩვენი ძალების მიმართულებით, რათა განდევნოს ისინი და შექმნას პირობები სლოვიანსკზე შეტევისთვის. გრძელდება შეტევა ნოვოტოშკოვსკის მიმართულებით და თავდასხმის ოპერაციები რუბეჟნოეს, პოპასნაიასა და მარინკას ტერიტორიებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული დანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

„მარიუპოლის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე და ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ქალაქზე,“- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმართულებით, საკუთარი დაჯგუფებების გასაძლიერებლად მოწინააღმდეგე მხარემ სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიიდან ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი გადაისროლა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინულმა ძალებმა მტრის რვა შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია რუსეთის 9 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული მანქანა, ტანკერი, სამი საარტილერიო სისტემა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,119 ნახვა
%d bloggers like this: