მისტიკა და ჩვეულებები

საქართველოს ეკლესია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება

Nusagi

 “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სააღდგომო ცეცხლის შესახებ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში, რომელიც ატყუებს მრევლს, რომ სააღდგომო ცეცხლი თავისით ინთება.

„თუ სხვებისათვის ეს ლამაზი რიტუალია, საქართველოს ეკლესიისათვის იგი ბუნების საწინააღმდეგო სასწაულია. მაგალითად, სომხური ეკლესია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ცერემონიაში, არ ეუბნება თავის მრევლს, რომ ცეცხლი თავისით ინთება. მასში მონაწილე სომეხი სასულიერე პირები ამბობენ, რომ ცეცხლი ინთება წინასწარ ანთებული ლამპადიდან. ბუნებრივი ცეცხლი მას შემდეგ ხდება “წმინდა ”, რაც პატრიარქი დალოცავს მას.

საქართველოში ამ მოვლენაზე გულახდილი საუბარიც კი მიუღებელია, “მკრეხელობაა”. “რუსთავი 2” თავის სარეკლამო კლიპში გვამცნობს, რომ პირდაპირ რეპორტაჟს აპირებს ამ “სასწაულიდან” და ალბათ როგორც მანამდე “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, მოჰყვება ათას ზღაპრებს და სრული სერიოზულობით დაიწყებს მტკიცებას, რომ რაც ხდება, ფიზიკურ კანონებს მიღმაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე “არც კი წვავს”.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყვარელი არგუმენტია რაღაცის დასამტკიცებლად. ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, “მეცეცხლე მინისტრების”, ელჩებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების სახით და “სახელმწიფოს გვერდში დგომა”, ამ დღესასწაულის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნაცადი ხერხია. როცა ეკლესია და მთავრობა შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ადამიანების გონების რეცხვის პროცესში, ორივე მხარე ამით პოულობს თავ-თავიანთ სარგებელს.

სანამ ხელისუფლება (ოპოზიციაც) არ გაიაზრებს, რომ ეკლესიის იდეოლოგიის ტყვეობაში ყოფნა, ეკლესიისა და ხელისუფლების გაუმიჯნაობა ხელს უშლის ცივილიზებული საერო სახელმწიფოს შექმნას, შეუძლებელია ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს რომელიმე სფეროში.მხოლოდ განათლება, მეცნიერული ცოდნა და თავისუფალი აზროვნება არის თანამედდოვე საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი, რომლისგანაც ჯერ კიდევ ასე შორსა ვართ“,-წერს რომან გოცირიძე.

პოლიტიკოსი ამავე პოსტის კომენტარებში აღნიშნავს, რომ ის პირველი იყო, ვინც ერთი კოვზით ზიარებაზე ალაპარაკდა და მას შემდეგ, ნელ-ნელა მოხდა ჩანაცვლება სხვა წესით.

„ერთი კოვზით ზიარება ბევრმა რომ შეწყვიტა თუ იცით? ეს რომ დავწერე პირველად, შავი დღე მაყარა მღვდლობამ. ახლა ყველა მშვიდად ლაპარაკობს ამაზე.სოციალური ქსელი როგორც სიბნელის, ასევე სინათლია გავრცელების წყაროა.ისე არც ხატები ტირიან, არც სისხლი მოსდით. ან საღებავი ლღვება ან ვიღაც თაღლითობს და სისხლს უსვამს. კაცმა არ იცის რისას. ლაბორატორიულად არავინ ამოწმებს„,-აცხადებს გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,791 ნახვა
%d bloggers like this: