„არიან ასეთი ონავარი და მავნებელი ბავშვები-განგებ რომ ისვრიან ქვეშ. არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ თავის შეკავება- მშობლების გაბრაზება უნდათ, რაღაც ფორმით ყურადღების მიქცევა. ძალიან რთულია ამ ჩვევის მოშლა. ჩაისვრის ასეთი ბავშვი, დასჯიან, წავა და ისევ ჩაისვრის, კვლავ დასჯიან, ჩაისვრის და ა.შ, დგას შემდგომი ჩასვრის შემდეგ გამომწვევი, ჯიუტი და ერთდროულად გამარჯვებული გამომეტყველებით – ხომ გაგაბრაზეთ, აბა, რას მიზამთო“, -ასე ეხმაურება სოსო მანჯავიძე მწერალ ლაშა ბუღაძეს, რომელმაც ჯარისკაცის მამის ფსიქოტიპს ადამიანსა და მოცხოველო ქვეადამიანს შორის გაჩხერილი არსება უწოდა.
სოსო მანჯავიძის თქმით, ზოგიერთი ზრდასრულიც, მოწიფულ ასაკშიც განაგრძობს მენტალურ ჩასვრებს ყურადღების მისაქცევად.
„ცხადია, დიდობაში უკვე ასეთი ფორმით აღარ ისვრიან, სამაგიეროდ მენტალურად აკეთებენ იგივეს.
მსგავსი ონავარი და მავნებელი მუტრუკიც ბევრი გვყავს, მოწიფულიც და ძველგაზრდაც, მაგრამ ამ სახელოვან კოჰორტაში გამორჩეულია სახელგავარდნილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლაშა ბუღაძე.ის საოცარი რეგულარობით ახორციელებს რეზონანსულ მენტალურ ჩასვრას, მიიქცევს ყურადღებას და მერე დგას გამომწვევი, ჯიუტი და ერთდროულად გამარჯვებული ონავარი და მავნე ბავშვის გამომეტყველებით -ხომ გაგაბრაზეთ, აბა ვნახოთ, რას მიზამთო.
თუ ბავშვობაში ასეთ გმირობებს მარტო სჩადიოდა, ახლა ასეთი ვნებებით შეპყრობილნი ჯგუფდებიან და თავს აწონებენ ერთმანეთს-ვინ უფრო მეტად გააღიზიანა და გააგიჟა საზოგადოება, ვინ უფრო ცუდი სუნი დააყენა. არადა, ბავშვობის კომპლექსების რეალიზაციას ახდენენ, უბრალოდ დაფიქრება სჭირდებათ, საცოდაობაა მათი ყურება“,-წერს სოსო მანჯავიძე.