რელიგია

სააღდგომო ეპისტოლე

Nusagi

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისმცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნოღირსნო მოძღვარნოდიაკონნობერმონაზონნოხელისუფალნოსაქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნომკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს,

რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა

(1 ინ. 1,2).

აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისასიკვდილი იძლია!

ქრისტე აღსდგა!

საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი – გამოხსნილნი!

ზეიმობს წიაღი აბრაამისაძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითიიშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!

შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადიდღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.

ეშმაკი მოტყუვდაროდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველისრული სიყვარულისიკეთესიბრძნე და ჭეშმარიტებარომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტებისღვარძლისა და სიცრუის სამეფო.

ქრისტე აღსდგა!

სადა არსსიკვდილონესტარი შენისადა არსჯოჯოხეთოძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55)

მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, – საუფლო დიდებასთან თანაზიარებასგვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას.

ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულითადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენცმეორედ მოსვლის შემდეგამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა.

ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენარადგან ხრწნილებარაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდავერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას.

ქრისტესთან ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნინეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობითრომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელიამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველაასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“ (1 კორინ. 15,22); „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11).

***

ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინამაცხოვარმა უდიდესი დამცირებაცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან.

მართალიაქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრამაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისაროგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაცპირველ რიგშიგულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.

ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთანრაც აუცილებლად მოუწევს ყველასვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.

ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშესიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშერადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელითწუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.

სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებითრწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნისძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4).

მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.

***

დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავსფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონსზნეობასღირებულებასმოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანითესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილსრაცრა თქმა უნდასულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.

ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილებისტყვეებისმშიერმწყურვალთაბავშვებისქალებისმოხუცებისსნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის.

ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთიაროდესაც აღარავინ იცისხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდებაპროცესები შეიძლება მალე დასრულდესან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთრაცბუნებრივიასაყოველთაო შიშს ბადებს.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.

****

ზოგადადშიშიროგორც გადარჩენის ინსტიქტიკაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშიარაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაარადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია.

თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციანრომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავსარამედ ეს პროცესი აუცილებელიარათა სხეული განახლებული სახით აღდგეს.

ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთარ გაცოცხლდებათუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც … „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიანქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! – მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და სულიერად დამღუპველი.

აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმამოციქულებმახუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმაიგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებსრომელთაცსულიწმინდის მადლითმრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცაშემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინივისაც არ ვუხილავარ და  მირწმუნეს“ (ინ. 20.29)

***

ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა დაასევესიყვარული მოყვასისარაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.

უფლის შიში სიცოცხლის წყაროასიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი” (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისიარადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარიუნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.

ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარეთუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისარომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18).

ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდებაუფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, … ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში” (1 ინ. 4.18).

სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“

მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არისმაგრამ არსებობს მარტივი ლოცვარომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.

ეს არის უფალო, შეგვიწყალენ.“

თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდაიმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველიამისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთრომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობასრომ ცოდვილნი ვართმაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისავაღიარებთ იმასაცრომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.

ასე რომგამუდმებით ილოცეთ – „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისარომელიც გაქვთ ღვთისაგან. …

ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულითრომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად იქცესიცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვისიცხოვრეთ ქრისტესთვის!

ქრისტე აღსდგა!

მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში.

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი

მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი

აღდგომა ქრისტესი,

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,176,070 ნახვა
%d bloggers like this: