უცხოური მედია

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი უპირისპირდებიან.

ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 70 000 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პარიზში, ლილში, ბორდოში, მარსელსა და ტულუზაში – 20:00 საათამდე.

10 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა – 23,41% მიიღო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,888,234 ნახვა
%d bloggers like this: