პოლიტიკა

არახამია: მივმართავ EU-სა და ამერიკას, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციები

Nusagi

უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია “ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რე და­ვით არა­ხა­მია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კვლავ აკ­რი­ტი­კებს, ბიძინა ივანიშვილისთვის კი, სანქციების შემორებას ითხოვს.

“ბევრი ქართველი იბრძვის ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის ომის დაწყებიდან. ისინი უაღრესად უჭერენ მხარს უკრაინასა და ჩვენს გამარჯვებას ომში. თუმცა, სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე.

და მიზეზი მარტივია – ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული ჩანაწერით.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არსი კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მიზეზი მათი რიტორიკის, რომ არ აღიარონ რუსეთის ომის დანაშაულებები უკრაინის წინააღმდეგ და დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი. ის და მისი გულითადი მეგობრები უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რაც არ არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მიერ. მათ ქართველებისა და უკრაინელების განხეთქილება სურთ ათეული წლების მანძილზე. ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას – არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება.

წერს Telegram-ის საკუთარ გვერდზე ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,456 ნახვა
%d bloggers like this: