უცხოური მედია

ბლინკენი: დაიწყება პროცესის განხილვა, თუ როგორ გავხსნით ხელახლა საელჩო კიევში, ჩვენ ამას ფრთხილად ვაკეთებთ

Nusagi

“კიევისთვის ბრძოლა მოგებულია” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ფოკუსირება მოვახდინეთ სამუშაოზე, რომელიც უნდა შესრულდეს იმ გეგმის განხორციელებისას, რომელიც გვაქვს და ასევე, განვიხილეთ, როგორ მივიწევთ წინ ყველა ძალისხმევის მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ხალხი კიევის ქუჩებში, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ბრძოლა კიევისთვის მოგებულია“, – აღნიშნა ბლინკენმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში მომავალი კვირიდან დაბრუნდებიან.

„ისინი დაიწყებენ პროცესის განხილვას, თუ როგორ გავხსნით ხელახლა საელჩოს კიევში, ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას ფრთხილად ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით,“ – აღნიშნა ბლინკენმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,683,352 ნახვა
%d bloggers like this: